ანა ლოლაძე
რატომ მუშაობს რუსული პროპაგანდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში?
![]() | ![]() |
---|
ლიდა ალმასიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სამცხე-ჯავახეთიდან, ამბობს რომ მის რეგიონში “ქართული ტელეარხები საერთოდ არ არის [პოპულარული]. მაგალითად, ბევრ სოფლებში, თუნდაც ახალქალაქში, არ უყურებენ ქართული არხებს”.
ლიდას ინფორმაციით რეგიონში ქართულზე მეტად რუსული არხები სარგებლობენ პოპულარობით, განსაკუთრებით Россия 1, РТР და спутник-ი. იგი ამის მთავარ მიზეზად ქართული ენის არცოდნას ასახელებს და გვიზიარებს “მაგალითად, ჩემს ოჯახში არ იციან ქართული ენა. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა მშობლებსაც და ბებიასაც აქვთ სურვილი, რომ ისწავლონ.”
Our
Story
ობიექტურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისათვის და სახელმწიფოს მიზნების სწორი გააზრებისათვის გადამწყვეტია. NDI-ის კვლევებზე დაყრდნობით საქართველოში რუსული პროპაგანდა ყოველდღიურად ახდენს გავლენას საზოგადოების შეხედულებებზე, განსაკუთრებული გავლენა შეინიშნება ეთნიკურ უმცირესობებში. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი არაქართულენოვანი მოსახლეობის რუსულენოვან მედიაზე დამოკიდებულება სახელდება.
NDI-ის 2022 წლის დეკემბრის კვლევაში ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულება რიგ საკითხებზე შემდეგია:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, 2020 წლის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 603 გამოკითხულიდან 78%-ზე მეტი რუსულ არხებს უყურებდა, სომხური არხებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ - 81%-ით. რაც შეეხება ქართულ არხებს, მოსახალეობის 10%-ზე ნაკლები ანიჭებს მათ უპირატესობას.
MDF-ის 2022 წლის მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის აღქმების კვლევის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე მოწყვლადია რუსეთის დეზინფორმაციისადმი. გამოკითხულთა დიდი ნაწილი, მაგალითად სარწმუნოდ მიიჩნევდა, რომ უკრაინა მსხვერპლს აყალბებს.
ქართული ენის ცოდნა სამცხე-ჯავახეთში
2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 160 504 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 81 089 ეთნიკური სომეხია. ამავე მონაცემების მიხედვით, რეგიონში 57 610 ადამიანი არ ფლობს ქართულ ენას.
ეთნიკური უმცირესობების გათიშვა ქართული საინფორმაციო წყაროებიდან, ძირითადად ენის ბარიერის ფაქტორს მიეწერება. ეთნიკური უმცირესობის უდიდესი ნაწილი ქართულზე უკეთ რუსულ ენას ფლობს, შესაბამისად მათთვის რუსულენოვანი ტელევიზიის ყურება მეტად კომფორტულია ვიდრე ქართულის.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ბოლო წლებში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და უზრუნველყოფს ეთნიკურ უმცირესობებს სომხური, რუსული თუ აზერბაიჯანულენოვანი არხებით და გადაცემებით. მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა კვლავ რუსულ არხებს ანიჭებს უპირატესობას. ამ ყველაფრის მიზეზის ასახსნელად აუცილებელია განვიხილოთ თუ რა სახის პროექტები არსებობს პრობლემის აღმოსაფხვრელად.
უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომი არხები
ხელმისაწვდომია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული ეთერი ონლაინ. ასევე, რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, სომხური და აზერაიჯანულენოვანი მედია პროდუქტი ეთნიკური უმცირესობების ენაზე მაუწყებელ ტელევიზიებს უფასოდ მიეწოდებათ.
გარდა ამისა, ფუნქციონირებს ადგილობრივი რეგიონალური არხები: ნინოწმინდის ტელევიზია „ფარვანა“, ახალქალაქის ტელევიზია „ATV12” ეს ტელევიზიები აშუქებენ როგორც პოლიტიკურ და ასევე კულტურულ საკითხებსა და გადაცემებს სომხურ და რუსულ ენებზე.
ასევე, ხელმისაწვდომია შემდეგი რეგიონალური არხები: Aliq Media; Radio NOR; TV9News.AM; JavakhkNews.ge; News from Javahk-akhaltskha; Akhalkalaki News; Javakhk Media; Samkhretis Karibche
.png)
რა პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო ქართული ენის შესასაწვალად ეთნიკური უმცირესობებისთვის?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემუშავებული აქვს ქართულის როგორც მეორე ენის შესწავლის პროგრამა.
2010 წლიდან რეგიონებში მოქმედებს ე.წ მობილური ჯგუფების პროგრამა. მსურველთა კონკრეტული რაოდენობის შეგროვების შემდეგ სოფლებში, მუნიციპალიტეტიდან იგზავნება ქართული ენის მასწავლებელი.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის ინფორმაციით “170-მდე მობილური ჯგუფი იყო წინა წლებში, ეხლა რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, გვიპასუხეს, რომ 40 არისო ამჟამადო”. იგი ვერ გვეუბნება შემცირების მიზეზს, თუმცა მიიჩნევს რომ სასურველია შეიცვალოს კრიტერიუმები, რათა მცირე მოთხოვნის შემთხვევაშიც კი ხელმისაწვდომი გახდეს მსგავსი პროგრამა.
2017 წელს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, თანამშრომლობა შეეხებოდა მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 პუნქტის რეალიზაციას. ამ პუნქტის მიხედვით პირველი არხი ვალდებულია საკუთარ “პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრიცი და გენდერული მრავალფეროვნება”.
2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ფუნქციონირებს პროექტი, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ ენებზე და საკმარისი ქულების დაგროვების შემდეგ ჩაირიცხონ ქართული ენის მომზადების კურსზე. კურსი გრძელდება 1 წლის განმავლობაში და 60 კრედიტის დაგროვების შემდეგ ისინი აგრძელებენ სწავლას სასურველ ფაკულტეტზე.

ამ პროექტების არსებობის მიუხედავად პრობლემა კვლავ მწვავეა. ენობრივ ბარიერთან ერთად რამოდენიმე ყურადსაღები საკითხიც შეგვიძლია განვიხილოთ
კომუნიკაცია
ადამიანისათვის, რომელსაც სურს ქართული არხის ყურება, შესაძლებელია ინფორმაციას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე გამოსახულების მაღალ ხარისხს. თუმცა, აქ ვხვდებით კიდევ ერთ პრობლემას - მოსახლოებას არ აქვს ინფორმაცია ხელმისაწვდომ წყაროებზე.
კონკურენცია
ასევე, მნიშვნელოვანია კონკურენციის ფაქტორი. რამდენად არის კონკურენტუნარიანია სომხურად ნათარგმნი ქართული არხები ეთნიკური უმცირესობებისათვის, სხვა არხებთან შედარებით.
კობა ჩოფლიანის თქმით “ერთი არხის [საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტ ტელევიზია და თარგმანი.. რომ შევადაროთ ამხელა სახელმწიფოების უამრავ არხებს სხვადასხვა თემატიკაზე, სხვადასხვა გემოვნებაზე მოწყობილს და პოლიტიკური მხრივ სხვადასხვა ხედვებს, ძალიან რთული იქნება კონკურენცია [გაუწიოს რუსულ არხებს]”
ინკლუზია
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის 2017 წლის კვლევაში ქართულ მედიაში ეთნიკური უმცირესობების გაშუქებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
-
დისკრიმინაცია კრიმინალური ქეისების გაშუქებისას და ეთნიკური უმცირესობების სტერეოტიპიზაცია
-
წინასწარი განწყობები
-
უმცირესობების განზოგადება და მათი იდენტობის უგულებელყოფა
-
არაადეკვატური/არასაკმარისი ინფორმაციის გაშუქება
-
ქსენოფობიური და სიძულვილის ენა უმცირესობების პოლიტიკური და კულტურული აქტივობებისას.
ასევე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიხედვით საინფორმაციო ბადის ისე განაწილება, რომ უმცირესობებისათვის კონკრეტული დრო იყოს გამოყოფილი ინფორმაციის მოსასმენად არასწორია და ერთგვარ “ინფორმაციულ გეტოებს” ქმნის. ეს კიდევ უფრო გარიყავს უმცირესობებს ქართული მოსახლოებისაგან და უბიძგებს მათ ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს მოძიებას.
ამას ემატება ისიც რომ განსაზღვრულ გამოშვებებს ახასიათებთ: მიმოხილვების ზედაპირული სტრუქტურა და შინაარსი და არასტაბილური საეთერო სიხშირე
ასევე საინტერესოა უშუალოდ სომხურენოვანი მედიები როგორი სახის ინფორმაციას ავრცელებენ
MDF-ის 2022 წლის კვლევის მიხედვით რეგიონალური სომხური მედიასაშუალებები საკმაოდ მიკერძოებულად ფუნქციონირებენ და ხელსაც უწყობენ დეზინფორმაციის გავრცელებას. მათ შორის არიან: Parvana TV, Radio Nor, News From Javakhk-Akhaltskha.Net, Aliq Media, JNEWS.
კვლევამ დაადგინა, რომ რიგ შემთხვევებში სომხურენოვანი მედიები კონფლიქტების გაშუქებისას არ იყენებდნენ მნიშვნელოვან წყაროებს, შესაბამისად არასრულ ინფორმაციას აშუქებდნენ. დამოკიდებულება იგრძნობოდა სტატიების სათაურებში და ჟურნალისტების საუბარში, ისინი კრიზისის გამამწვავებელ განცხადებებს აჟღერებდნენ გადაცემების დროს. (ეს ძირითადად ყარაბაღის ომის კონტექსტში არის ყველაზე მეტად შესამჩნევი). სომხურენოვანი წყაროები, ასევე ინფორმაციას იღებენ რუსული წყაროებიდან, მათ შორის კრემლზე უშუალოდ დაქვემდებარებულ არხებს როგორიცაა Россия 24.